მოსკოვში ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფიმ და სერგეი ლავროვმა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.
ლავროვმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ " ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა საერთო სამოქმედო გეგმის გადარჩენაა". ზარიფიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს, რადგან ის "ცდილობს" გეგმის შენარჩუნებას.
ზარიფმა რუსეთს ერთიანობისკენ მოუწოდა "JCPOA"- ს(საერთი სამოქმედო გეგმა) დასაცავად იმ რისკებისაგან, რომლებიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გეგმა დატოვა".
რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებითაც ზარიფმა შეერთებულ შტატებს "ფუნდამენტური არჩევნის გაკეთებისკენ" მოუწოდა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების მოხსნისა და წინა ადმინისტრაციის ”ჩავარდნილი პოლიტიკის” გამოსწორებისკენ მოუწოდა აშშ-ის, რომელმაც მკაცრი პოზიცია დაიჭირა თეირანის წინააღმდეგ.
ირანის ბირთვული შეთანხმებით, ირანს მიეცა საშუალება უარი ეთქვა საკუთარ ბირთვული შეიარაღების ამბიციებზე, სანქციების მოხნსნის სანაცვლოდ.
შეთანხმება აშშ-იმ ერთპიროვნულად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დატოვა.