საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და მას ჯანმრთელობას უსურვებს. წერილში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს, პატრიარქი სააკაშვილს შობა-ახალ წელთან ერთად, დაბადების დღესაც ულოცავს.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და შეჭმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში.