საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ.
„ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუ რა პირობით ჩაერთვებიან ფიტნეს-ცენტრები სესხების სუბსიდირების სახელწმიფო პროგრამაში.