„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კონტატქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და ვითარებას არკვევს.