ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო Live Mint-ი ავრცელებს.

ქვეყანამ გასულ საღამოს რუსული ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ირანის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ვაქცინაციის განკარგულება უკვე გასცა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფიმ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა,რომ ირანი მხოლოდ რუსულ,ინდურ და ჩინურ ვაქცინით აპირებს მოსახლეობის აცრას.

ქვეყანა ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის წარმოებასაც აპირებს.

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ პანდემიამ სწორედ ირანი დააზარალა. ქვეყანა ვირუსის ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის.