საფრანგეთის მთავრობამ მოსახლეობას თვითნაკეთი პირბადის ტარება აუკრძალა

საფრანგეთის მთავრობამ მოსახლეობას თვითნაკეთი პირბადის ტარება აუკრძალა, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეზღუდვა ასევე ქარხნული წარმოების პირბადეებსაც შეეხება. საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი კონსულის თქმით, აკრძალული იქნება II კატეგორიის პირბადეების ტარებაც, რადგან ის კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს.მთავრობის ინფორმაციით, ასეთი ნიღბები ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ მოსახლეობას ვერ იცავს.

მხოლოდ სამი სახის ნიღაბი იქნება რეკომენდებული: ქირურგიული, FFP2 და ქსოვილის ნიღბები, რომლებიც 1 კატეგორიის სტანდარტებზეა დამზადებული.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და აღნიშნული ზომის გატარების მიზეზი მოსახლეობის უფრო მეტად დაცვაა.