საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან 128 შემთხვევაში დადგა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.
რაც შეეხება ლეტალური შედეგების არსებობას, ამავე ინფორმაციის თანახმად, ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის მოტივით, ცენტრის ელექტრონულ ბაზაში ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა, მხოლოდ 3 დღეში: 31 დეკემბრიდან, 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა – მათგან კი 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს.