აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი.
„პრეზიდენტ პუტინის მოწოდებას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე განვიხილავთ როგორც ცინიზმს. ვფიქრობ, ეს შეფასება დადასტურდა იმით, რაც ვიხილეთ დღის განმავლობაში. შეშფოთებული ვართ, რომ მოსკოვი შეეცდება, გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოოდ, განმეორებითი თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.