„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს.
მედიის ინფორმაციით, მაკკარტიმ სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმების მიღება მე-15 კენჭისყრის დროს მოახერხა.
მანამდე, კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 დღის განმავლობაში 14 კენჭისყრა გამართა, მაგრამ სპიკერის არჩევა ულტრამემარჯვენე კონსერვატორთა ბლოკის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა.