მე-15 მცდელობისას, კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს.

მედიის ინფორმაციით, მაკკარტიმ სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმების მიღება მე-15 კენჭისყრის დროს მოახერხა.

მანამდე, კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 დღის განმავლობაში 14 კენჭისყრა გამართა, მაგრამ სპიკერის არჩევა ულტრამემარჯვენე კონსერვატორთა ბლოკის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა.