შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს.
მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
ამასთან, „ალილოს“ მონაწილეები საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.