იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. მან მიულოცა პრეზიდენტს ინაუგურაცია და აღნიშნა,რომ ეს ამერიკის ძლიერი დემოკრატიის სიმტკიცე და აშშ-სა და NATO-ს შორის ურთიერთობების ახალი დასაწყისი იყო.

სტოლტენბერგი მიესალმა პრეზიდენტ ბაიდენის აქცენტს ალიანსების აღდგენაზე და ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევებთან გამკლავება ორგანიზაციასა და აშშ-ს ერთად შეუძლიათ.

სატელეფონო საუბრისას ყურადღება საერთაშორისო ტერორიზმზე, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობასა და ალიანსის ახალ სირთულეებზე გაამახვილეს.