ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.