აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა დაგმო.
„ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს ბრაზილიის პრეზიდენტობაზე, კონგრესზე და უზენაეს სასამართლოზე დღეს.
ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია. ჩვენ ვუერთდებით ლულას და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები“, - დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.