ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა

  • კონგრესზე შტურმის დროს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. მედიის ცნობით, შოკისმომგვრელი ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბოლსონარუს მომხრეები ვანდალურ ქმედებებს სჩადიან და ახლომდებარე უზენაესი სასამართლოს ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს.

გასულ კვირას ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო, მაგრამ ექსპრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ. ბოლო კვირები მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების შესახებ მოწოდებები ისმოდა.

„ბრაზილიას კაპიტოლიუმის დღე აქვს“, - წერს Twitter-ზე პოლიტიკური მიმომხილველი როდრიგო რანგელი.

ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კონგრესზე შტურმი მოაწყო.