10 დღეში როტერდამის პორტში რეკორდული მოცულობის კოკაინი აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში მებაჟეებმა 24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 4700 კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით 34 პირი დააკავეს.

შეფუთული ნარკოტიკები ბრაზილიიდან ტრანსპორტირებულ გაყინული ხილის წვენების კონტეინერში და ეკვადორიდან ბანანის ტვირთში აღმოაჩინეს.

„გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ გემზე აღმოჩენილი იყო ყველაზე მეტი ნარკოტიკი - კოკაინის სამი კონტეინერი.

ერთ-ერთ კონტეინერში 1 701 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული ფეხსაცმლის დიდ ტვირთს შორის. 

ნიდერლანდებისპროკურატურის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკების ჯამური ღირებულება 354 მილიონი ევროა. განადგურდა ყველა უკანონო ტვირთი.