კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. კამალა ჰარისმა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

„ვაქცინა გავიკეთე და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. მინდა საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 29 დეკემბერს გაიკეთა.