იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები ღამის კლუბში იყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რამდნიმე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ.
„ვწუხვარ, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, 8 საათის შემდეგ თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან“, – განაცხადა სუგამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
ფაქტს თავად მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ და ისინიც საზოგადოებას ბოდიშს უხდიან.
„იმ დროს, როდესაც ხალხს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ჩემი ქცევა უპასუხისმგებლო იყო“, – განაცხდა ჯუნ მატსუმოტომ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ორ ღამის კლუბს სტუმრობდა.
ცნობისთვის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ქალაქში რესტორნები და ბარები რვა საათზე იკეტება.