ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, კარანტინს ასრულებენ და საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს. შემდეგ კი მათ უხანში მუშაობის დაწყების ნებას დართავენ.

ექსპერტთა ჯგუფმა COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.