ბულგარეთში პარტიათა კოალიციამ „განაგრძეთ ცვლილება“ ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა და მანდატი პრეზიდენტ რუმენ რადევს დაუბრუნა.
ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს დავალება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული მიზნების ჩამონათვალმა პრიორიტეტებით და მათი მიღწევის ამოცანებით არ მიიღო საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევა ღირდა.
დისკუსია, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ბულგარეთი, უახლოეს თვეებში გამოიკვეთება“, - განაცხადა კოალიციის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ნიკოლაი დენკოვმა.
ახლა რადევმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ პოლიტიკურ ძალებს გადასცეს მესამე მანდატი მმართველი კოალიციის შესაქმნელად და თუ ეს მცდელობა ჩაიშალა, მას მოუწევს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადება, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გაიმართება.