უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი ტაბაჩნიკს ქონება ჩამოართვა.
ამის შესახებ იტყობინება SBU-ს პრესსამსახური.
ყადაღადადებული ქონების ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარზე მეტია.
ტაბაჩნიკს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე (სახელმწიფო ღალატი ჩადენილი საომარი მდგომარეობის პირობებში) მუხლით ბრალად სახელმწიფო რალარი ედება.
გამოძიების თანახმად, იგი აქტიურად მონაწილეობდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმის ორგანიზებაში.
ამჟამად ყოფილი მინისტრი დროებით ოკუპირებულ ყირიმში იმალება.