Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა.
ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა.
„იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი", - თქვა ვილამ.
მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ახალი ინფრასტრუქტურით.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით (SGC) აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფნით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება.
სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, TAP-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის რამდენიმე ბაზარზე.
„მილსადენის გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. TAP-ი სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აუცილებელია ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
TAP-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში“, - წერს მედია.