ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.