„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ტექსტი გამოაქვეყნეს G7-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობენ.
„დიდი შვიდიანის“ წევრი სახელმწიფოების – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებისას, 17 იანვარს აეროპორტშივე დააკავეს.