VimpelCom-ის (ბრენდი Beeline) დამფუძნებლის ვაჟი ბორის ზიმინი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა.
მანამდე ბორის ზიმინი შსს-მ უცხო ქვეყნის აგენტობაში დაადანაშაულა.
ძებნილად გამოცხადების საფუძვლად სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დასახელდა. რომელ მუხლზეა საუბარი შსს-ში არ აკონკრეტებენ.
მოსკოვის ტვერსკოის სასამართლოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბერს სასამართლომ დაარეგისტრირა შუამდგომლობა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან ბორის ზიმინის დაუსწრებლად დაკავების შესახებ.
მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილი (თაღლითობა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ზიმინს ემუქრება, ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
საქმეზე სხდომა 11 იანვარს არის ჩანიშნული.