საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იუწყება უკრაინული ონლაინ გაზეთი Ukrainska Pravda სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს თანახმად, ოლიგარქმა ჟევაგომ გირაო უკვე გადაიხადა და ამჟამად იმყოფება სათხილამურო კურორტ კურშეველში, სადაც ის 27 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით დააკავეს.
Ukrainska Pravda წერს, რომ ჟევაგოს საფრანგეთის დატოვება არ შეუძლია.
Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.