„ტიტანიკი“ კინოთეატრებში ბრუნდება

ფილმი „ტიტანიკი“ 25 წლის იუბილეზე კინოთეატრებში, 10 თებერვალს დაბრუნდება.

ახალი თრეილერი და პოსტერი უკვე გამოქვეყნდა, წერს ჟურნალი People.

ჯეიმს კემერონის მიერ 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „ტიტანიკმა“ 11 ოსკარი აიღო. გაიმარჯვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაციასა და გრემის 5 კატეგორიაში

როგორც ცნობილია, ფილმში ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეთი ასრულებენ.

„ტიტანიკი“ ასახავს რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც განწირულ RMS Titanic-ზე 1912 წელს ვითარდება. „ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა.

2012 წელს ეკრანებზე ფილმის 3D ვერსია გამოჩნდა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა საბოლოოდ $2.2 მილიარდი გამოიმუშავა“, - წერს People.