გერმანიაში რამშტაინის ფორმატში მორიგ შეხვედრას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან - პენტაგონი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრას რამშტაინის ფორმატში, რომელიც იანვრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები უნდა დაესწრონ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„მდივანი [ლოიდ ოსტინი] მოუთმენლად ელის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრას დაახლოებით 50 ქვეყნიდან, რომლებიც შეადგენენ ამ მნიშვნელოვან ჯგუფს, რომელიც ეძღვნება უკრაინის თავდაცვას“, - თქვა რაიდერმა.
 
მან განმარტა, რომ შეხვედრას ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი უხელმძღვანელებენ.
 
 
გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე გაიმართება.