უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში მერვე შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
გერმანიის თავდაცვის მდივანი ქრისტინ ლამბრეხტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს ესაუბრა, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარება და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაცია.
მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდების საკითხი.
„გერმანია ასევე უზრუნველყოფს აუცილებელ ტრენინგს, ასევე სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
უფრო ადრე, პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მერვე შეხვედრაში მონაწილეობას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ.