მსოფლიოში კლიმატის საკითხზე მასშტაბური ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 2/3 პლანეტის მთავარ პრობლემად კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს.
კვლევა სახელწოდებით People's Climate Vote ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 50 ქვეყანაში ონალინ-ფორმატში ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 1.22-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა თითქმის 50%-ის ასაკი 14-18 წელს შეადგენდა.
კვლევაში მონაწილეთა 64% კლიმატის ცვლილებას სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემად მიიჩნევს, რომლის მოსაგვარებლადაც ყველა სახელმწიფოს ძალისხმევაა საჭირო.
ეს საკითხი უფრო აქტუალური ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. 70%-ს მიაჩნია, რომ ტემპერატურის მატება საგანგაშოა. 60 წელს გადაცილებულებს შორის კი ეს მაჩვენებელი 58%-მდე მცირდება.