30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს.
„მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში.
პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - აღნიშნავს ფაჩულია.