საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება.
„საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
საპროკურორო საბჭოს სხდომა საპროკურორო საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდის მეშვეობით - https://www.facebook.com/profile.php?id=100066835612709 უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.