საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამასთან, საბჭომ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩია.
მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.
ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო.
ინფორმაციისთვის, საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს.