პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ღამე, პირველადი, სპეციალაური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს“, - ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს.
როგორც ცნობილია, სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა