ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, ხე გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაცია მედიასთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაადასტურა.