თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ავტომანქანაში მყოფი 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.