საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.