„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა.
Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი.
2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
„თურქული ნაკადი“ შედგება ორი განშტოებისგან, რომელთა საერთო სიმძლავრეა 31,5 მილიარდი კუბური მეტრია. თითოეული ხაზის სატუმბი სიმძლავრე შეადგენს 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში. ერთი ფილიალი მიემართება თურქეთისენ, მეორე კი გაზზე ევროპის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. მილსადენის 142-კილომეტრიანი ნაწილი თურქეთში, კიიიქოის ტერმინალიდან ბულგარეთში, ევროპისკენ მიეართება.
მილსადენი BOTAŞ-ისა და Gazprom-ის ერთობლივმა საპროექტო კომპანიამ TürkAkım Gaz Taşıma A.Ş ააშენა.
გასულ წელს TANAP-მა, სამხრეთის გაზის დერეფნის „ხერხემალმა“ თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი. მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის.
TANAP-ის მარშრუტი გადის თურქეთის 20 პროვინციაში, 67 რაიონსა და 600 სოფელში - არდაჰანის პროვინციის პოსოფის რაიონიდან ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონამდე, სადაც ის დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP). TANAP-ის სიგრძე 1850 კმ-ია.
ბუნებრივი აირი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მომავალ წელს მიეწოდება. TANAP-ში ინვესტიციებმა თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გაზის პირველი ნაკადის მიწოდება TANAP-ით თურქეთისთვის 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო. მონაკვეთი ესქიშეჰირიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე ექსპლუატაციაში 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ევროპისთვის გაზის მიწოდება, TAP-ის გაზსადენით 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.
TANAP-ის პროექტში 51 პროცენტი ეკუთვნის „სამხრეთ გაზის დერეფანს“, 7 პროცენტი SOCAR Turkey Energy A.Ş-ს, SOCAR-ის შვილობილი კომპანიას, 30 პროცენტი BOTAŞ-ს და 12 პროცენტი BP-ს.