პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და მკურნალობისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურეობას და რეაბილიტაციას.
„გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.