ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.