ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ირანის საზღვარზე შეჩერებული სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც მართავენ საქართველოს მოქალაქეები, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში, გვაქვს კომუნიკაცია ირანის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად მძღოლებთან და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
ამ დროისთვის ირანულმა მხარემ დაიწყო შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.