ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას უკრაინის რადა გამოეხმაურა.
„ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.
ვახტანგ კიკაბიძე სიტყვითა და საქმით ყოველვის უჭერდა მხარს უკრაინას და დაგმო რუსეთის შეჭრა ჩვენს ქვეყანაში.
„ვერავინ იქნება უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი განაგრძობს ამ სამხედრო ტერორს", - თქვა მსახიობმა.
ომის დროს კიკაბიძე უკრაინაში ჩავდა და ღრმად შეძრწუნებული იყო ნანახით. მსახიობი 84 წლის იყო. ნათელი ხსოვნა", - ნათქვამია რადას განცხადებაში.