ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტემბა კარავი გაშალეს.
მანამდე კი აქტივისტებმა აქცია მოაწყვეს ქალაქის მერიასთან, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქცია და კარვის გაშლა სამართალდდამცავთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა.
სამართალდამცველები იცავდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას.
მოძრაობა „ საქართველოსთვის“ წევრების და აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.