27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული.
1945 წლის 27 იანვარს მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს აუშვიც-ბირკენაუს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც ჰოლოკოსტის დროს ყველაზე მეტი ებრაელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა „არაწმინდა რასის“ წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს.
ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები , ასევე იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჰომოსექსუალები.