ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.
"ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან", - აცხადებს პოლიცია.
ცნობისთვის, გუშინ პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა.