ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ დახუნდარიძეს ჯანდაცვის სფეროში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„თამარ დახუნდარიძეარის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი.

ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბის“ ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIMS) , კურაციოს საერთაშორისო ფონდში.

2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობდა ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველ დირექტორად.

თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალური, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებების კურატორი იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.