დაახლოებით 100 უკრაინელი ჯარისკაცი 16 იანვარს ჩავიდა ოკლაჰომაში მდებარე ფორტ სტელის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ისინი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებაში წვრთნას გაივლიან, იტყობინება Fox News-ი.
15 იანვარს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე დაიწყეს სწავლება გერმანიაში, Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენების მიზნით.
შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის წინ გამოაცხადა, რომ Patriot-ებს მიაწოდებს უკრაინას.
Patriot-ის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს.
- პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გამოყენების მიზნით წვრთნებს აშშ-ში, მომავალი კვირიდან გაივლიან
- დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა
ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.