ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ამის გამო მოხარულია.
„რუსეთის მთავრობამ დამასანქცირა. თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ბედნიერი ვარ, რომ სანქცირებული ვარ”, - აღნიშნა ჯეიმს ქლევერლიმ.