მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული.
"2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო", - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეიმ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.