Boeing-ი 2030 წლისთვის თვითმფრინავებს 100%-ით ალტერნატიულ საწვავზე გადასვლისთვის მოამზადებს.
ამერიკელმა მწარმოებელმა უკვე წარმატებით დაასრულა ფრენა, რა დროსაც საავიაციო ნავთი ეკოლოგიურად სუფთა საწვავით ჩაანაცვლა.
კვლევების თანახმად, ასეთი გადასვლა ნახშირორჟანგის გამოყოფას 80%-ით შეამცირებს. ეს სტატისტიკა მოიცავს მთელ ციკლს – საწვავის წარმოებიდან, თვითმფრინავებში გამოყენებამდე.
ალტერნატიულ საწვავად კი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მცენარეები, სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენები, არაგადამუშავებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აირისებრი ნარჩენები და სხვა.